სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Helpius.ge — ახალი სიტყვა აუთსორსინგისა და დასაქმების სფეროში!

Helpius.ge მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. ახალი ვებ პორტალი — მცირე საყოფაცხოვრებო და ბიზნეს დავალებების აუთსორსინგის პლატფორმაა, რომელიც დაგეხმარებათ შეასრულოთ ის სამუშაოები, რისთვისაც თქვენ დრო არასოდეს გყოფნით.

და მაინც, რა არის Helpius.ge?

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ყველას გვიგროვდება უამრავი მცირე და საშუალო მოცულობის ამოცანა, რომელთაც ვერ ან, არ ვუმკლავდებით, მაგალითად: ყოველ დილით ძაღლის გასეირნება, 2 კვ/მ კაფელის დაგება, ამანათის გამოტანა, ტექნიკის მონტაჟი, კომპიუტერის შეკეთება და სხვა ტიპის საქმეები. თითქოს წვრილმანია, თუმცა სწორედ ამ მცირედი დეტალებისგან შედგება ჩვენი ყოველდღიურობა და მათზე ფიქრით, მოსვენებაც კი გვეკარგება.

სწორედ ამ ტიპის ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა Helpius.ge. პლატფორმის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია და კომპიუტერის ელემენტალური ცოდნის მქონე ყველა პირისთვისაა ხელმისაწვდომი.

როგორ გახდე მომხმარებელი?

პლატფორმის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ვერიფიკაციის პროცესს და დააკმაყოფილებს რეგისტრაციის მოთხოვნებს.

თქვენი ამოცანის შესასრულებლად, კი საჭიროა ჩამოაყალიბოთ თქვენთვის განსახორციელებელი საქმის მოკლე აღწერილობა და განათავსოთ პორტალზე სრულიად უფასოდ! განთავსების შემდეგ, სხვადასხვა პირებისგან ამოცანის შესრულების პირობების შეთავაზებებს მიიღებთ და შეგეძლებათ თქვენთვის მისაღები ვარიანტის არჩევა.

როგორ შეარჩიოთ შემსრულებელი?

არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ შემსრულებლის რეიტინგი, რომელიც მას ყოველი ამოცანის შესრულების შემდეგ მიენიჭება.

ამიერიდან, Helpius.ge-სთან ერთად ყველაფერი შესაძლებელი გახდება. პროექტი უნიკალურია რეგიონში, მაგრამ ანალოგიური პორტალები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნებში. ასეთი პლატფორმები უამრავი ადამიანისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროა და პრობლემების მოგვარების ეფექტური საშუალება ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100