სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის ჯილდო მიიღო, როგორც „2014 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“

თბილისი, 20 მაისი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Commerzbank–ის ჯილდოს, „2014 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიღების თაობაზე.

Commerzbank არის წამყვანი საეართაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული.თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. Commerzbank-ი აფინანსებს გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს და იგი ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით.მსოფლიოს მასშტაბით, Commerzbank-ი 1,100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონკერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. Commerzbank-ი, რომელიც დაარსდა 1870 წელს, წარმოდგენილია მსოფილოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. 2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100