სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას ევროპის საინვესტიციო ბანკთანა

თბილისი, 30 აპრილი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 40 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ხსენებული სესხი განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართულ ისეთ პროექტებს, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება ან ადაპტაცია, ყოველივე კი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებას.

EIB-ის ვიცე პრეზიდენმა, ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა: „მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალი და EIB -ის მთავარი ფოკუსია. ხსნებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, იმდენად რამდენადაც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებაზე, მის გარდაქმანაზე ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კატალიზატორად და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე. ბატონმა მოლტერერმა აღნიშნა: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ბანკის პროფესიონალიზმს, რაც მას ხდის არაჩვეულებრივ პარტნიორად EIB -სთვის საქართველოში.“


„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას EIB-სთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება საქართველოს ეკონომოკური და პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ევროს გავლენა ლარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში და ლარი ეფექტურად ხდება უფრო მიახლოებული ევროსთან, რის შედეგადაც ჩვენ ახლა ფოკუსერებული ვართ დაფინანსების მოზიდვაზე ევროში. 40 მილიონი ევროს მოცულობის სესხი, რომელიც გამიზნულია ჩვენი მომხმარებლებისთვის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან, შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო გვზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ხსენებულ სექტორში და მხარი დავუჭიროთ სექტორის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

EIB-ის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი- ევროკავშირის ბანკი, აფინანსებს პროექტებს საქართველოში, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის მანდატის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში. 2014-2020 მანდატი ითვალისწინებს აღმოსავლეთ სამეზობლოთვის 4.8 მილიარდი ევროს ფარგლებში, ადგილობირივი კერძო სექტორისთვის, სოციალური და ეკომიკური ინფრასტრუქტურისა და კლიმატის ცვლილების სფეროში პროექტების დაფინანსებას, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან ინტერესს როგორც ევროკავშირისთვის, ისე აღმოსავლეთ სამეზლობთვის. დამატებით, ბანკმა ჩამოაყალიბა 3 მილიარდი ევროს მოცულობის სამეზობლოს ფინანსური რესურსი, რათა მხარი დაუჭიროს მეზობელ ქვეყნებს.

EIB-ის მიზანია გაზარდოს საქართველოს მხარდაჭერა მას მერე რაც 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. შეთანხმება მნიშვნელოვნად აღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100