სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ავერსის კლინიკაში“ ღვიძლის წარმატებული ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორიდან.

,ავერსის კლინიკა“ 7 აპრილს 12:00სთ–ზე აწყობს კონფერენციას, რომელიც ეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველ ნაბიჯებს საქართველოში.

20 მარტს ავერსის კლინიკის ქირურგების მიერ საკმაოდ წარმატებით განხორციელდა ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტზე. სწორედ ამ უნიკალური ოპერაციის შედეგებზე და უპირატესობაზე ისაუბრებენ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები.

დღის წესრიგი:

12:00 სთ–ზე კონფერენციის გახსნა:

ავერსის კლინიკის დამფუძნებელი – პაატა კურტანიძე

ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი–დიმიტრი ჯორბენაძე

12:15 სთზე მისასალმებელი სიტყვა და მოხსენების წარდგენა:

ავერსის კლინიკის კლინიკური დირექტორი–გიორგი გიორგობიანი.

12:30 სთ–ზე მოხსენება: ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი ნაბიჯები საქართველოში.

ჰეპატო–პანკრეატო–ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი – კობა შანავა.

12:40 სთ–ზე რეციპიენტის და დონორის წარდგენა.

კონფერენციას დაესწრებიან:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, მერიის ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლები, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100