სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება“თბილისში გამწვანების აქცია გამართა და 100 ძირი ნერგი დარგო

თბილისი,2აპრილი, 2015–დეველოპერული კომპანია „m2უძრავი ქონება“ განაგრძობს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განხორციელებას. დღეს, „m2 უძრავი ქონება“-მ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო.„m²“-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწავნების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია. „m2 უძრავი ქონება“ -ის გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო: კედარის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში, აქტიურად მონაწილეობდნენ კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია, ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ.

დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზურნავს: გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე.

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m²საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100