სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2015 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

20.03.2014 მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2015 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

თავის ექსკლუზიურ კვლევაშიGlobal Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი უკვე მეოთხე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 7-ჯერ არის დასახელებული Global Finance-ის მიერ.

Global Finance-ის რედაქტორები გამარჯვებულ ბანკებს არჩევენ საბანკო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შერჩევის კროტერიუმებს წარმოადგენს აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება, კონკურენტული ფასები და ინოვაციური პროდუქტები.

მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკების ექსკლუზიური კვლევა ჟურნალის 2015 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდება.

"თიბისი ბანკის ერთგულება ბაზრისა და კლიენტების მიმართ თვალსაჩინოა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თიბისი ბანკი ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა საცალო დეპოზიტების მიხედვით", განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.

"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ზედიზედ მეოთხედ, საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულის მოპოვება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ქართულ ბაზარზე გამორჩეული მომსახურებისა და ინოვაციური სერვისების შეთავაზებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის მთელ გუნდს ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა და 1987 წლიდან გამოდის. მას კითხულობენ მსოფლიოს 180 ქვეყანაში. Global Finance-ის აუდიტორია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

Global Finance -ის ვებგვერდზე —GFmag.com — მოცემულია ანალიტიკური მასალა და სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის 28 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში აქვს. Global Finance რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100