სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა 30 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

30 დეკემბერი, 2014თიბისი ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მოიზიდა. სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა უცხოურ კომპანიებთნ, OFID-თან და Turk EximBank-თან.

OFID-ისგან მოზიდული 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ქართული კომპანიების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების დაფინანსება. Turk EximBank-იდან მიღებული 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 7 წლიანი რესურსი, ასევე მოხმარდება ვაჭრობის დაფინანსებას და კომპანიებს საშუალებას მისცემს გაააქტიურონ თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობები.

“მოხარულები ვართ რომ დავასრულეთ ბანკისთვის ორი მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე მუშაობა და მოვიზიდეთ დამატებითი ინვესტიცია ქვეყანაში. ჩვენი თანამშრომლობა Turk EximBank-თან და OFID-თან საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს, რაც შედეგად უფრო მეტად გაამყარებს თიბისი ბანკის მოწინავე პოზიციას ბაზარზე. უფრო მეტიც, მოხარულნი ვართ, რომ გავხდით OFID-ის პირველი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დასწაყისი OFID-თან და Turk EximBank-თან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და რომ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავებთ ერთად,” განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორმა.

OFID - ეს არის OPEC-ის ფონდი საერთაშორისო განვითარებისთვის, რომლისთვისაც თიბისი ბანკი პირველი პარტნიორია საქართველოში. OFID-ი აფინანსებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას ადგილობრივ პარტნიორ ინსტიტუტებთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განვითარებად ქვეყნებში პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის გასავითარებლად.

Turk EximBank კი არის საექსპორტო საკრედიტო ორგანიზაცია (ECA) რომელიც უცხოურ კომპანიებს სთავაზობს თურქეთიდან იმპორტის დაფინანსებას სადაზღვევო და საგარანტიო პროდუქტების შეთავაზების გზით. Turk Eximbank ერთერთ იმ მცირერიცხვოვან საექპორტო სააგენტოებს შორის არის მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც საგარანტიო პროდუქტებთან ერთად, ასევე პირდაპირ დაფინანსებას სთავაზობენ კომპანიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100