სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუპერ აქცია ფუდპანდაზე - ყოველ მე-5 შეკვეთაზე 10 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.

ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი „ფუდპანდა“ გაზაფხულზე გამოჩნდა და ქართულ ბაზარზე ოპერირება ამბიციური გეგმებით დაიწყო. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში, აგარაკზე, სასამხურსა თუ სხვა სასურველ ადგილზე ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.

ფუდპანდა მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მათ სხვადასხვა სურპრიზებით ანებივრებს. ამჯერად ის ლოიალურ მომხარებელს ახალ სუპერ აქციაზე იწვევს - ყოველ მე-5 შეკვეთაზე 10 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად! გახდი ფუდპანდას ლოიალური მომხმარებელი და შეუკვეთე ახლავე. აქცია ძალაშია 2015 წლის 31 იანვრამდე!

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მომხმარებელმა მაქსიმალურად კარგად დაინახოს საკვების ონლაინ შეკვეთის უპირატესობები. ის ფაქტი, რომ დარეგისტრირებული მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ჩვენს ლოიალურობის კამპანიაში ძალიან მოსახერხებელია, თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე შეუკვეთოთ საკვები სხვადასხვა საუკეთესო რესტორნებიდან/პიცერიებიდან და ამის გამო მიიღოთ დამატებითი სარგებელი რეგულარულად. ჩვენ მომავალშიც მუდმივად ვეცდებით გავანებივროთ ჩვენი ერთგული მომხმარებლები საინტერესო და სარგებლიანი აქციებით,“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდასსათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100