ლიბერთი ბანკმა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

დღეს ლიბერთი ბანკმა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ფულადი გასაცემლების (ასაკობრივი პენსია, დევნილთა შემწეობა, საარსებო შემწეობა და ა.შ.) დარიგების ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ლიბერთი ბანკს პენსიების და სოციალური შემწეობების გაცემის უკვე ათწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ათი წლის განმავლობაში ლიბერთი ბანკი სისტემატურად აუმჯობესებდა პენსიონერებისა და სოციალური დახმარებების მიმღებთათვის გაწეულ მომსახურებას. 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე ლიბერთი ექსპრეს მობილური სერვის ცენტრების რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. ისინი საქართველოს მასშტაბით ყოველთვიურად 2,000-ზე მეტ სოფელს ემსახურებიან და ამ სოფლებიდან ბევრი ისეთია, სადაც არც ერთი სხვა ბანკის სერვის ცენტრი არ არსებობს.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ლიბერთი ბანკი პენსიონერებსა და სოციალური შემწეობების მიმღებებს საქრთველოში ყველაზე ფართო დისტრიბუციის ქსელით მოემსახურება. ლიბერთი ბანკის ქსელი შედგება 500-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის, 109 ლიბერთი ექსპრეს მობილური სერვის ცენტრისა და 379 ბანკომატისაგან. ლიბერთი ბანკი განაგრძობს პენსიონერების მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ. გარდა ამისა, ლიბერთი ბანკი აპირებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საკუთარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5 მილიონი ლარი დახარჯოს და დამატებით სხვადასხვა აქტივობებისთვის 4 მილიონი ლარი გამოყოს.

კომენტარი