სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგი მეშველიანი: „არემჯი“ რაიონში 3000 ადამიანის დასაქმების ერთადერთი ალტერნატივაა“

ამ წუთებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ კაზრეთელი მუშები საყდრისის საბადოზე კომპანია „არემჯის“ საქმიანობის შეჩერებას აპროტესტებენ. გუშინდელი გამაფრთხილებელი აქციის შემდგომ კომპანია „არემჯის“ თანამშრომლები აქციების გამართვას დღეს მთავრობის კანცელარიასთანაც აპირებენ.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი აცხადებს, „არემჯი“ რაიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დასაქმების ერთადერთი წყაროა. 3000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, კი მათ დასაქმების ალტერნატივა აღარ ექნებათ.
„ გუშინ კომპანიის მუშებს ქონდათ გამაფრთხილებელი აქცია, ისინი აქციების გამართვას მომავალშიც აპირებენ. კომპანია „არემჯი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთავარი გადამხდელია, ბიუჯეტის 85%-ზე მეტი არის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, რომელსაც აღნიშნული კომპანია იხდის. მისი მუშაობის ნებისმიერი შეფერხება ჩვენს ბიუჯეტზეც აისახება – კომპანია წელიწადში 10 მილიონამდე ლარს მოსაკრებლის სახით იხდის ადგილობრივ ბიუჯეტში. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე. აქ ძალიან ბევრი ვიწრო სპეციალობის ადამიანია, რომლის საქმიანობაც მთლიანად დაკავშირებულია ამ საწარმოსთან, მათთვის ალტერნატივის მოძებნა შეუძლებელია. დაბა კაზრეთი მხოლოდ ერთი მიზნით აშენდა რომ მაცხოვრებლებს ემუშავათ მაშინდელ სამთო მადნეულის კომბინატში.
ჩვენს რეგიონში ალტრნატიული სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დასაქმების საშუალება, კომპანია თუ სამუშაოებს არ გააგრძელებს ეს შეუძლებელია. სამუშაოების შემცირება, როგორც დაბა კაზრეთში ასევე მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ძალიან მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100