სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტარიელ ჯაყელი - საწარმოს გაჩერების შემთხვევაში ქვემო ქართლში რთული ვითარება შეიქმნება

კაზრეთის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ საწარმოს შეჩერების შემთხვევაში 3 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება, რაც რთულ ვითარებას არა მარტო დმანისსა და ბოლნისში, არამედ მთლიანად ქვემო ქართლში შექმნის.

„ამ საწარმოს გაჩერების შემთხვევაში რთული ვითარება შეიქმნება როგორც დმანისის და ბოლნისის რაიონში, ასევე მთლიანად ქვემო ქართლში. „არემჯი გოლდთან“ მუშაობენ კონტრაქტორი კომპანიები და იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. მთლიანობაში, „არემჯი გოლდისა“ და კონტრაქტორი კომპანიების ჩათვლით, დასაქმებულთა რიცხვი 3 000 აღწევს“, - განაცხადა ტარიელ ჯაყელმა.

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, რომ „არემჯი გოლდმა“ სამუშაოები გააგრძელოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100