სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მლიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება

თბილისი, 17 დეკემბერი, 2014 – საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ავსტრიულმა დამოუკიდებელმა ენერგიის მწარმოებელმა კომპანია „RP Global“-მა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ი, RP Global-თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე, 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ეს იქნება არაკაშხალური ტიპის „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ჰესის მშენებლობა მნიშნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან მშენებლობის პროცესში შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბიუჯეტი მხოლოდ ამ პროექტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე თანხას მიიღებს ქონების გადასახადის სახით, რაც თავისმხრივ დამატებით შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. აღსანიშნავია, რომ მესტიაჭალას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება როგორც ადგილობრივად, ასევე გავა ექსპორტზე. ზემო სვანეთის რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს მცირე ჰესების კუთხით, მესტიაჭალას გარდა, შესაძლებელია კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება. არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს ე.წ. მწვანე ენერგიის განვითარების პროექტს და დადებითად აისახება გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც.

ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება და 45 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოში ჰესის მშენებლობაში RP Global-ი პირველად მონაწილეობს. RP Global–ს აქვს ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმართ და პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

###

„გალტ ენდ თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურება, კერძო კაპიტალის მართვა, დარგოვილი ქონების მართვა, საბროკერო მომსახურება და კვლევა. „გალტ & თაგარტი“ თითქმის 20 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, რომელიც მისი დაარსების დღიდან წარმოადგენდს საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკს და ასოცირებულია ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო მომსახურების შეთავაზებასთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge

„RP Global Group”–ის შესახებ:

RP Global–ი დამოუკიდებელი ენერგიის მწარმოებელი კომპანიაა 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით განახლებადი ენერგიის სექტორში, სადაც ფოკუსირებულია ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტებზე. კომპანიას შექმნილი და აშენებული აქვს 35–ზე მეტი ელექტროსადგური, როგორც ჰიდრო ისე ქარის. RP Global– საქვს რამდენიმე წარმატებულ პარტნიორული შეთანხმება, ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „მარგერიტ ფანდი“, EBRD, IFC, PKO, Unicredit-ი, BES და სხვა საერთაშორისო ბანკები. კომპანია ოპერირებს ხორვატიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში (ქარის ენერგია), ასევე პორტუგალიაში, ჩილეში, პერუსა და საქართველოში (ჰიდრო ენერგია). კომპანიის სათავო ოფისია ვენაში, ავსტრია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: www.rp-global.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100