სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ფონდი ნატახტარის” 2014 წლის ანგარიში - 420 000 ლარი და 164 ბენეფიციარი

27 ნოემბერს, სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში”, “ფონდი ნატახტარის” პროექტის “იზრუნე მომავალზე”, წლიური ანგარიში წარადგინეს. კომპანია “ნატახტარისა” და ასოციაცია “ჩვენი სახლი - საქართველოს” წარმომადგენლებმა, 2014 წლის საქმიანობა დეტალურად განიხილეს. მათი ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, ფონდში 420 000 ლარზე მეტი შეგროვდა.

პროექტის “იზრუნე მომავალზე” ფარგლებში, 164 ბენეფიციარი ფსიქოლოგიური კონსულტაციით სარგებლობს. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს სასკოლო საგნებში ამზადებენ, ხოლო სპეციალისტები პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებაში, ასევე პროფესიისთვის საჭირო იარაღებისა და მასალების შეძენაშიც ეხმარებიან. “ფონდი ნატახტარი” ბენეფიციარებს სტიპენდიით, ბინის ქირით, კვებისა და გზის ხარჯებითაც უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ფონდი თითოეულისათვის თანხას, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოყოფს.

25 ნოემბერს, პროექტის “იზრუნე მომავალზე”, მეოთხე ტალღა დაიწყო, რომელიც 2015 წლის 25 თებერვლამდე გასტანს. “ფონდი ნატახტარი”, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი “იზრუნე მომავალზე”, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების საშუალებას აძლევს. ეს პროექტი ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს, რათა დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ. 15-დან 18 წლამდე მოზარდების დახმარების სხვადასხვა პროგრამებს, ასოციაცია “ჩვენი სახლი - საქართველო” და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ახორცილებენ.

“ფონდი ნატახტარის” საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ფართო ჩართულობას საქველმოქმედო პროცესში. ყოველი წლის ნოემბრიდან, თებერვლის ჩათვლით, `ნატახტარის~ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან, თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. თუკი 0.33 ლიტრიან `ნატახტარის~ ლიმონათს შეიძენთ, ფონდში 1 თეთრი გადაირიცხება, 0.50 ლიტრიანი ბოთლის შეძენისას _ 3 თეთრი, ხოლო 1 და 2 ლიტრიანი ბოთლების შეძენისას _ 5 თეთრი.

კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თორნიკე ნიკოლაიშვილის განმარტებით, პროექტი “იზრუნე მომავალზე”, სამი წელია მიმდინარეობს. მისი თქმით, 2014 წელს, ფონდში 420 000 ლარი შეგროვდა და უკვე 164 ბეგეფიციარი ჰყავთ. თორნიკე ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი მუდმივია, რადგან მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს, რომლებიც უკვე სრულწლოვანები არიან, ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში ეხმარებიან. თავდაპირველად, ბენეფიციართა ასაკი 16-დან 18 წლამდე განისაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით, ასაკი დასწიეს და ახლა უკვე ამ პროექტით სარგებლობა 15-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.

2014 წელი გამოირჩევა იმით, რომ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემებზე ბევრს საუბრობენ. მნიშვნელოვანია, ბიზნეს-სექტორისა და მოზარდების ურთიერთობა.

“ფონდი ნატახტარისა” და ასოციაცია “ჩვენი სახლი - საქართველოს” ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით, 29 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს 10 ფსიქოლოგი ემსახურება. ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 2012 წელს, პროექტში “იზრუნე მომავალზე” - 72 ბენეფიციარი ჩაერთო, 2013 წელს - 152 ბენეფიციარი, ხოლო 2014 წელს - 164 ბენეფიციარი ჰყავთ. წელს, ამ 164 მზრუნველობამოკლებული მოზარდიდან, 10 უკვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, 44 ახალგაზრდა დასაქმდა, 49 ბენეფიციარი - კოლეჯის მოსწავლეა, 25 მათგანი - სხვადასხვა ხელობას სწავლობს, 25 ბენეფიციარი კი ფონდიდან სტიპენდიას იღებს.

რაც მთავარია, “ფონდი ნატახტარის” პროექტი “იზრუნე მომავალზე”, წლის საუკეთესო სოციალურ პროექტად აღიარეს. 25 ოქტომბერს, თბილისმა ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს-დაჯილდოება - Marketing Brilliance Awards 2014-ს უმასპინძლა, რომლის მიზანი ყველაზე ინოვაციური პროექტების გამოვლენა და საუკეთესოს აღიარებაა. ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია BOC – Global Events Group –ი 2014 წელს, ნომინაციაში _ წლის საუკეთესო სოციალური პროექტი _ „ფონდი ნატახტარი“ დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს - დაჯილდოება Marketing Brilliance Awards 2014-ის ორგანიზატორებმა, სხვა სოციალურ პროექტებს შორის, „ფონდი ნატახტარი“, თავად წარადგინეს. ჟიურიმ და ექსპერტებმა კი ფონდის საქმიანობისა და შედეგების კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პროექტად აღიარეს. ფონდში თანხის შეგროვების ახალი ტაღის დაწყებას მიეძღვნა ახალი სარეკლამო რგოლიც, აღსანიშნავია, რომ ამ რგოლში მონაწილე მოზარდები მსახიობები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100