სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეული“ სტარტს 15 ნოემბერს წავკისში აიღებს

15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.

კვირეული სტარტს 15 ნოემბერს, წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე აიღებს. ღონისძიება მოიცავს 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ WWF -ის წარმომადგნლები.

მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად გადაეცემა სერთიფიკატი.

ტყის კვირეულში ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

17 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის სკოლა უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისათვის გაიმართება ეკო-გაკვეთილი. მათ WWF-ის წარმომადგენლები ბავშვებს ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, ასწავლიან როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვები წარმოადგენენ ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციებს.

20 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ „ბუკიას ბაღი“ უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოზარდებისთვის გაიმართება ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთიხლდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი გაიმართება ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებან „თბილისის მწვანე სკოლისა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები.

21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ „ტყის კვირეულის“ შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.

22 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.

23 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, ოჩოფეხიაბიანი კლოუნები და ანიმატორები.

18 ნოემბერს არ გაგიკვირდეთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდა დაგემგზავროთ. ის დაგიტოვებთ სპეციალურ შეტყობინებას, რომ არ გამოგრჩეთ ზემოთ აღნიშნული არცერთი აქტივობა.

19 ნოემბერს, ესტუმრეთ მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიას თქვენც აღმოაჩინეთ „დამალული პანდა“ და გახდი კვრეულის აქტიური მონაწილე.

კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC-ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.

ტყის კვირეულისპარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიანპალიტრა მედია“, „ITV ჯგუფი“, გაზეთი „Caucasian Business Week”, „ფოკუს ტვდა ჟურნალიფოკუსი“. საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიაჯეპრა“.

WWF მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთგარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით . პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წწ-ბი.

ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების კარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციებისშესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობებისშემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

აღნიშნული მიზნის განხორციელება მიღწეული იქნება ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებით, ხელოვნურად გაშენებული ტყის მასივების ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის გაშენების) განხორციელებითა და სატყეო სფეროში უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სათანადო ტექნიკური-მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენით შემუშავებული იქნა საცდელი ნაკვეთზე არსებული ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყეების ბუნებრივ ტყეებად გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) გეგმა, რომლის მიხედვითაც 2012-2013 წლებში განხორციელებული იქნა შემდეგი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100