სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლობალურად, „ფუდპანდას“ აპლიკაციის გადმოწერებმა 5 მილიონს გადააჭარბა

გერმანულმა კომპანია „ფუდპანდამ“ მობილური აპლიკაციის მეხუთე მილიონი გადმოწერა დააფიქსირა. კვების მიტანის სერვისმა, ივლისში სმარტფონების აპლიკაციის ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ, საგრძნობლად გადაიტანა აქცენტი მობილურ კომერციაზე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია უფასოდ iOS, Android და Windows Phone მოწყობილობებზე 40-დე ინტერნეტ მაღაზიაში დედამიწის ხუთ კონტინენტზე. ეს მაღაზიებია Google Play Store, Windows Phone Store და Apple App Store.

2013 წელს ფუდპანდას წილი მობილურ შეკვეთებში საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პირველი აპლიკაცია გამოუშვა. აპლიკაციის ყველაზე მაღალი მოხმარების ინდექსით გამოირჩევიან საუდის არაბეთი, რუსეთი და ბრაზილია, ვინაიდან ამ სამივე ქვეყანაში ფუდპანდას შეკვეთების 60%-ზე მეტი ხორციელდება სწორედაც რომ სმარტფონებით.

საქართველო ამ მხრივ გამოირჩევა იმით, რომ შეკვეთების ნახევარზე მეტი უკვე აპლიკაციებით ხორციელდება. ეს საინტერესო მაჩვენებელია, და მიუთითებს საქართველოს მომხმარებლების მზადყოფნაზე ელექტრონულ კომერციას უფრო ფართოდ შეეგებონ.

ფუდპანდას ერთ-ერთი დამფუძნებლის და დირექტორის, რალფ უენცელის აზრით, 5 მილიონი გადმოწერა სწორედაც, რომ მობილური ბიზნესის კაშკაშა მომავალს ასახავს. „ჩვენ რევოლუციურ დროებში ვცხოვრობთ, სადაც ხალხი ტელეფონების ეკრანებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტელევიზორთან ან თუნდაც კომპიუტერთან. მობილური გახდა მედიის და ონლაინ სერვისების ძირითადი ჭიშკარი, და უხდება ჩვენს სტრატეგიას - რომ შემოგთავაზოთ საჭმლის მოტანა სადაც გნებავთ, ვისაც გნებავთ და როცა გნებავთ. საკვების შეკვეთის მომავალი მობილურებშია, და ჩვენ ამისთვის იდეალურად ვართ პოზიციონირებულები,“ - აღნიშნავს უენცელი.

სმარტფონებიდან საკვების შეკვეთა კიდევ უფრო კომფორტულია, ვიდრე კომპიუტერების დახმარებით. ფუდპანდას აპლიკაცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც კომპანიის ვებგვერდზეა; მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი კერძები, ნახონ მათი ფოტოები და რეიტინგები და გაეცნონ სხვადასხვა რესტორნის სპეციალურ შემოთავაზებებს. მეტიც, აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ საკვებში ისეთივე ცვლილებები შეგატანინოთ, რასაც იზავდით შესაბამის რესტორანშიცვე.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით არის შესაძლებელი. შეკვეთის განხორციელება საიტის გარდა (www.foodpanda.ge) ფუდპანდას მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda მსოფლიო ლიდერია საკვების შეკვეთის ბაზარზე 40-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით, და რესტორნებს აძლევს საშუალებას გამოჩდნენ ონლაინ და მობილურ სივრცეში და გამოიყენონ უახლესი, მუდმივად გავითარებადი ინტერნეტ-ტექნოლოგიები. მომხმარებლებისთვის, ფუდპანდა მომხმარებელს ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს ონლაინ საკვების შეკვეთისთვის ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან.

http://www.foodpanda.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100