სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არემჯის“ კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანია ბოლნისში სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს

ამ მოლოდონით შეშფოთებულები არიან სატრანსპორტო კომპანია „ჯორჯიან ენერჯიში“. „არემჯის“ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი ბიჭიკო პაიკიძე საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს, თუ ოქროს მწარმოებელი კომპანიის საწარმოო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მალე არ აღდგება.

„არემჯი“, „საყდრისში“ ოქროს მადნის მოპოვებაზე შეზღუდვების გამო, მესამედი სიმძლავრით მუშაობს, რაც მის კონტრაქტორებს, მათ შორის „ჯორჯიან ენერჯისაც“ გამოწვევების წინაშე აყენებს.

ბიჭიკო პაიკიძე ამბობს, რომ კომპანიაში 130–მდე ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 1 000 ლარია. კომპანიას 40 ერთეული ტექნიკა გააჩნია და ის „არემჯისთან“ მაისიდან თანამშრომლობს. კომპანიის ყოველთვიური საბიუჯეტო შენატანი 200 000 –300 000 ლარია.

პაიკიძე აღნიშნავს, რომ „არემჯი“ რაიონში ერთადერთი დამსაქმებელია, რომელიც ადგილობრივების გარდა, სხვა ბიზნესკომპანიებსაც ამუშავებს.

შესაბამისად პრობლემები სხვა კომპანიებსაც შეეხო, მათ შორის გადამზიდავებს, სატრანსპორტო კომპანიები, მათ შორისაა ნედლეულის მიმწოდებელი „ინდუსტრია კირი“ , ლოგისტიკური კომპანია შპს „ბიბილაშვილი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100