სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არემჯის წარმადობის შემცირებამ კონტრაქტორ „ინდუსტრია კირს“ 0.5 მილიონი ლარის შემოსავალი დააკარგვინა

ოქროს მწარმოებელი კომპანია არემჯისთვის კირის მიმწოდებელმა „ინდუსტრია კირმა“, არემჯის შეფერხებით მუშაობის გამო წელს უკვე 0.5 მლნ ლარის შემოსავლები დაკარგა.

როგორც კომპანიის ხელძღვანელი გიგი ჭაჭია ამბობს, იმის გამო, რომ არემჯი, „საყდრისთან“ დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო მხოლოდ მესამედი სიმძლავრით მუშაობს, კირის მიწოდება აღარ ხდება ძველი მოცულობებით და ეს კომპანიის შემოსავლებზე აისახა. შემოსავლების შემცირება კი ჭაჭიას განცხადებით ავტომატურად ამცირებს მათ საბიუჯეტო შენატანებს და ასევე კომპანიას ურთულებს ანგარიშსწორებას დასაქმებულ პერსონალთან. „კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული და შექმნილ ვითარებაში კადრების შემცირება იყო აუცილებელი, თუმცა ჩვენ ამ გზით არ წავედით, კადრები შევინარჩუნეთ, თუმცა მათ მიმართ სახელფასო დავალიებები დაგვიგროვდა და მათ ვისტუმრებთ“, - აცხადებს ჭაჭია.

ის ასევე ამბობს, რომ წელს ბიუჯეტი მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახდის სახით 60%-ით ნაკლებ შემოსავლებს მიიღებს „ინდუსტრია კირისგან“, ვინაიდან კომპანიას ბრუნვა შეუმცირდა. მათი წლიური საბიუჯეტო შენატანი მხოლოდ დღგ-ს ნაწილში კი სრული წარმადობით მუშაობის დროს 700 ათასი ლარი იყო.

ჭაჭია ასევე აცხადებს, რომ RMG-ის პრობლემები, მათ გარდა უამრავ კომპანიას შეეხო და მათ შორის გადამზიდავ კომპანიასაც, რომელიც ნედლეულის RMG-ის საწარმოებში გადაზიდვას უზრუნველყოფდა. ამ კომპანიაში კი 10 ადამიანი იყო დასაქმებული. გავლენა მოახდინა ასევე კირის მომპოვებელი კარიერის ბიზნესზეც.

„ინდუსტრია კირი“ RMG-ის წელიწადში 36 ათას ტონა კირს აწვდიდა. კირი ლითონის წარმოებაში ძირითადი რეაგენტია, რომელიც მჟავიანობის გასანეიტრალებლად გამოიყენება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100