სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 პასუხი კითხვაზე - რატომ MoneyMan-ი?

2014 წლის დასაწყისში, როდესაც www.moneyman.ge -ს ამჟამინდელი გუნდი ქართულ ბაზარზე შემოსვლისთვის ემზადებოდა, მთავარი თავსატეხი გახლდათ, როგორ მიგვეღწია არამარტო მომხმარებლის გონებამდე არამედ, მათ გულებამდეც

ამ გზაზე ჩვენს საქმეს ბევრი ფაქტორი ართულებდა: კონკურენცია, სერვისის სპეციფიკურობა, ადგილობრივი მომხმარებლის ბუნება, ტექნიკური საკითხები, სწორი გზავნილების ფორმირება და სხვა მრავალი.

მაშინაც და დღესაც მჯეროდა, რომ ზემოაღნიშნული საკითხების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არ წარმოადგენდა განსაკუთრებული ხასიათის დაბრკოლებებს, რომ ნომერი პირველი სტრატეგიული ამოცანა იყო მომხმარებლისთვის გაქვეცა გულწრფელი პასუხი კითხვაზე: რატომ moneyman-ი?

იმიტომ, რომ:

1. MoneyMan-ისთვის მომხმარებელთან უკუკავშირი არ არის ტვირთი და მძიმე თავისტკივილი;

2. MoneyMan-ისთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალური და ფასდაუდებელი შენაძენია;

3. MoneyMan-ისთვის საუკეთესო მრჩეველი საკუთარი მომხმარებელია;

4. MoneyMan-ისთვის მომხმარებლის რეაქცია და კრიტიკული მოსაზრება ფართო განსჯის საგანია;

5. MoneyMan-ისთვის მთავარი მეგობარი-მომხმარებელია;

6. MoneyMan-ისთვის მთავარი ხარისხანი სერვისით კმაყოფილი კლიენტია;

7. MoneyMan-ისთვის მთავარი აქტიური მომხმარებელია და არა პასიური „ლაიქერი“;

8. MoneyMan-ისთვის მთავარი გულწრფელი პასუხებია მომხმარებლის მიერ დასმულ ყველაზე რთულ კითხვებზეც კი;

9. MoneyMan-ისთვის მთავარი განვითარება და მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდების თანამედროვე გზებია;

10. MoneyMan-ისთვის მთავარი მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობებია და არა ერთჯერადი, პასიური კომუნიკაცია;

ეს იყო ჩემი პასუხები კითხვაზე - „რატომ MoneyMan-ი?“, რომელიც MoneyMan-ის გუნდს ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე გავაცანი. ვფიქრობდი, რომ საკუთარი პოზიციის აქტიური დაცვა დამჭირდებოდა, რამდენადაც ჩემს მიერ მომზადებული პასუხების ფილოსოფია იდეალისტური, მაქსიმალისტური და ბიზნესის მკაცრ, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებთან წინააღმდეგობრივი მეჩვენებოდა.

საბედნიეროდ, მას შემდეგ რაც ჩემი პასუხები MoneyMan-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა ჯერ ამოცანებად ხოლო შემდეგ, განხორციელების გზებად სამოქმედო გეგმაში ჩაშალა, ყველამ ერთხმად აღიარა რომ ეს, ერთი შეხედვით ბიზნესის კეთების იდეალისტური ხედვა აბსოლუტურად რეალისტურია.

ვიქტორინები, ფულადი ჯილდოები, წამახალისებელი აქციები, ფასდაკლების ბარათები და სხვა ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მომხმარებლის გულებამდე მისვლას ემსახურება. რაც მთავარია, დღეს MoneyMan-ში თანხმდებიან, კომპანიის ყველაზე დიდი მოგება ეს, ჩვენი მომხმარებლის აპლოდისმენტებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100