სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წყალი მარგებელი“ სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დატბორილია რამდენიმე სოფელი. მოულოდნელმა სტიქიამ ჩოხატაურის რაიონებშიც რამდენიმე სოფელი დააზარალა და მოსახლეობის ნაკვეთები დააზიანა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ნაბეღლავის მინერალური წყლის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაც.

“წყალი მარგებელის” სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

სტიქიის შედეგად ნაბეღლავისქარხანაში მუშაობა შეფერხებულია. ზარალი საკმაოდ დიდია, თუმცა ძირითადი დანადგარები დაზიანებული არ არის. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები, სავარაუდოდ ქარხანა 2-3 დღეში ამუშავდება. წყალი მარგებელი მოგახსენებთ რომ პროდუქციის მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. ქარხana სრული დატვირთვით ფუნქციონირებას 10 დღეში დაიწყებს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100