სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკონომიკური საბჭოს სხდომა

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოშიმიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა ბიზნსმენების დიდი დაინტერესებით სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით იმართება პრეზენტაციები, რომელიც 15 ივლისს უნდა დასრულდეს. მისივე განმარტებით, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე:http://qartuli.ge/ და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომრებზე: 2 99 10 44 / 2 99 11 28, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა.

ეკონომიკური საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100