სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზედაზენის პროდუქცია, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართულ გამოფენა G Gulfood EXPO 2014-ზე იქნა წარმოდგენილი

სს “ქართული ლუდის კომპანია” აგრძელებს საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდას. 2014 წელს კომპანია მიზნად ისახავს აქტიურად შევიდეს ახლო აღმოსავლეთის მსხვილ ბაზარზე, სწორედ ამიტომ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართულ გამოფენა Gulfood EXPO 2014-ზე წარმოდგენილ იქნა ზედაზენის პროდუქცია.

Gulfood EXPO არის მსოფლიოში კვების და სასმელი პროდუქტების ყველაზე მსხვილი გამოფენა, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმსხვილესი მწარმოებლები. Gulfood EXPO არის ერთერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი მსოფლიოში, სადაც ძალზე რთულია მონაწილეობის უფლების მიღება. გამოფენას საფუძველი ჩაეყარა 15 წლის წინ, დუბაიში და ბოლო წლებია მან ყველაზე მასშტაბური პროექტის იმიჯი დაიმკვიდრა. “ზედაზენის” პროდუქციით არაბულ საემიროებში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

აქამდე არაბული საემიროებისათვის აღიარებული იყო მხოლოდ ფრანგული, კანადური, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების სასმელების ხარისხი, ხოლო ქართული სასმელების სტანდარტზე უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას. ს.ს. “ქართული ლუდის კომპანიის” მიერ ჩატარებულ დეგუსტაციებში ათასობით ადგილობრივმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. დღეს უკვე სს “ქართული ლუდის კომპანიას” აქვს მრავალი შემოთავაზება არაბეთის საემირობიდან.

უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება აბუ დაბის მსხვილ სადისტრიბუციო ქსელთან, რომელიც განახორციელებს ზედაზენის პროდუქციის ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100