სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკში ანაბრების ახალი აქცია დაიწყო

დღეიდან თიბისი ბანკში ანაბრების აქცია იწყება. მათ, ვინც 30 აპრილის ჩათვლით, გახსნის ანაბარს თიბისი ბანკში, საშუალება ექნება, ჩაერთოს გათამაშებაში და დასაჩუქრდეს სხვადასხვა სასიამოვნო პრიზით, მათ შორისაა Apple- პრიზები, weekend ლოპოტაზე და სხვა უამრავი პრიზი.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თიბისი ბანკში გახსნათ 5 ტიპის ანაბრიდან ერთ-ერთი:

ვადიანი ანაბარი

ვადიანი +

ოქროს ანაბარი

ჩემი მიზანი

სადეპოზიტო სერთიფიკატი

ანაბრის გახსნისას მეანაბრეს გადაეცემა მომგებიანი ბარათები, რომლის გადაფხეკისას მან შესაძლებელია, მოიგოს პრიზი. მოგებულ მეანაბრეს საჩუქარი ადგილზევე გადაეცემა.

თამაშდება Macbook Air, iPad mini, iPhone 5C, Samsung Galaxy Note 3, weekend „ლოპოტასა“ და„როიალ ბატონში“, ვაკის საცურაო აუზის 2 თვიანი აბონემენტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა,Yves Rocher-ის სასაჩუქრე კალათა, Svarovski-ს აქსესუარები, TBCinema-ს 2 ბილეთი, Super-ის ჭურჭელი და ღვინო „შატო მუხრანი“.

მომგებიანი ბილეთების რაოდენობა დამოკიდებულია ანაბრის თანხის მოცულობაზე. ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლიენტზე ოთხია. ანაბრის მინიმალური თანხაა 500 ერთეული (ლარი/დოლარი/ევრო ან სხვა ვალუტა), ხოლო ანაბრის მინიმალური ვადა 6 თვე.

იჩქარეთ, გახსენით ანაბარი თიბისი ბანკში, ჩაერთეთ გათამაშებაში და მოიგეთ სასიამოვნო პრიზები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100