რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო გამოფენაზე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა

რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო გამოფენაზე ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ლუდი „ზედაზენი“ და ლუდი „König Pilsener“ ოქროს მედლით და 2014 წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტულით დაჯილდოვდა.

პირველად ქართული წარმოების ისტორიაში საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა PROD EXPO-ზე ერთდროულად რამდენიმე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. PROD EXPO რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ქართველი მწარმოებლების განცხადებით, გამოფენაზე მნიშვნელოვანი გარიგებები დაიდო და გაფორმდა რამდენიმე პრინციპული შეთანხმება ეროვნული პროდუქციის რუსეთში ექსპორტირების პერსპექტივით. 10-14 თებერვალს გამართულ ფორუმზე 63 ქვეყნის 2300-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.

კომენტარი