სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვეიცარიული კომპანია „შტუკეს“ განცხადებით, ხუდონჰესის კაშხლის არსებული ადგილმდებარეობა საუკეთესოა

ის რაც სიმონ ბახტურიძემ განაცხადა, ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ხუდონჰესის კაშხლის დღეს არსებული ადგილმდებარეობა საუკეთესოა და ამ მხრივ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს“ -ამ განცხადებით კომპანიაშტუკესსაქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი მაჭარაძე სიმონ ბახტურიძეს პასუხობს.

_ ბატონო გიორგი, სიმონ ბახტურიძის თქმით, კომპანია „შტუკეს“ ხუდონის კაშხლის პროექტის დღეს არსებული ადგილმდებარეობა საუკეთესოდ არ მიაჩნია. მისი განცხადებით, ინვესტორ კომპანიას კაშხლის განლაგების ადგილად მდინარე ენგურის ზედა წელს სთავაზობთ. გთხოვთ განგვიმარტოთ, არის თუ არა ხუდონის კაშხლის განლაგების რომელიმე ვარიანტი დღეს არსებულზე უკეთესი?

_ ის რაც ბახტურიძემ განაცხადა, ნამდვილად არ შეეფერება სინამდვილეს, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა კომპანიამ შეასრულა სამუშაო კვლევები. ეს ანგარიში ჩაბარებულია ენერგეტიკის სამინისტროში და ის რასაც ბახტურიძე ამბობს, დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი არ არის. სულ სხვა შედეგებია და სულ სხვა გადაწყვეტილებაა მიღებული. ანუ ფაქტობრივად, ეს ანგარიში არსებული პროექტის ეფექტურობას ადასტურებს.

_ ბატონო გიორგი ადასტურებთ, რომ ადგილი, სადაც პროექტის მიხედვით კაშხალი განლაგდება, უალტერნატივოა?

_ ძალიან ბევრი ალტერნატივა იყო განხილული და ამ კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დღევანდელი ანუ არსებული მდებარეობა არის საუკეთესო.

კომპანია „შტუკემ“ კვლევა, რომელიც მოიცავდა ხუდონჰესის ტექნიკურ-ეკონომიურ დასაბუთებას, 2008-2013 წლებში ჩაატარა.

„ეს იყო გეოლოგიური, ტოპოგრაფიულიი, ჰიდროლოგიური, სოციალური, გარემოსდაცვითი და კიდევ სხვა საკითხები, რომელიც ჩვეულებრივ სრულდება ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთების დროს, მოკლედ სრული სპექტრი იყო განხილული საკითხების, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით აუცილებელია და სწორედ კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული მდებარეობა არის საუკეთესო“-ამბობს გიორგი მაჭარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100