სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკი „რესპუბლიკა“, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ახალ ფილიალს ხსნის


4 დეკემბერს ბანკმა „რესპუბლიკამ“ ქალაქ ახალციხეში ახალი ფილიალი გახსნა. ფილიალი კოსტავას ქ.#10-ში მდებარეობს. მოწვეულ სტუმრებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა და საფილიალო ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა, მაია სიჭინავამ საბანკო სიახლეები და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგია გააცნეს. ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“, როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური ორგანიზაცია, თანაბარ ძალისხმევას უთმობს როგორც მიკრო და საშუალო, ისე აგრო ბიზნესის კუთხით სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. ახალციხეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ მიკრო და საშუალო, ისე აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს ბანკ „რესპუბლიკის“ ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალის” მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა ქალაქში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ. ახალი სერვისცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. ბანკ „რესპუბლიკის“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ კორპორაციული სტრატეგიის თანახმად სტაბილური განვითარების საფუძველი კლიენტებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განმტკიცებაა. „ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს, წარმოვუდგენთ ახალ ფილიალს ახალციხეში, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. ახალციხე ფილიალისთვის სწორედ მათთვის მაქსიმალურად მოსახერსებელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად შევარჩიეთ. სამცხე-ჯავახეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ მოხარულნი ვართ, ჩვენი მომსახურებით ხელი შევუწყოთ ახალციხეში ბიზნესაქტივობის გაზრდას“.აცხადებს ბანკ „რესპუბლიკის“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ საფილიალო ქსელის მართვის სამსახურის უფროსი მაია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100