სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აუცილებლია იცოდეთ რას მიირთმევთ - მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული ტომატ პასტა 100 პროცენტით ნატურალური!

პომიდვრის სასარგებლო თვისებები მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგანი გახდა

ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ კავშირშია სწორ კვებაზე. ამიტომაც ხშირად უპირატეოსბას ვანიჭებთ ნატურალურ პროდუქციას. პომიდორი კი იმ ძირითად პროდუქტთა შორისაა, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვისას, უფრო მეტიც მასზე ფიქრის დროსაც კი გვახსენდება. ამიტომაც არის, რომ პომიდვრის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია რაც მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგანი გახდა.

მკვლევარები, რომლებიც შეისწავლიან პომიდვრის სარგებელს და მის გავლენას ჯანმრთელობაზე, განმარტავენ, როგორ იცავს პომიდორი სხეულს და რა სარგებელი მოაქვს მას.ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ პომიდვრის სარგებელს, თუ გსურთ მისდიოთ ჯანსაღ ცხოვრებას.

მცირე ისტორიული ექსკურსი, პომიდორი 1500 წელს სამხერთ ამერიკაში აღმოაჩინეს. ის პირველად ესპანეთში და შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელდა და მთელ მსოფლიოში პოპულარულ საკვებად იქცა. დღესდღეობით პომიდორი სამოთხის და სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული და საყოველთაოდ აღიარებულია ჯანმრთელობისთვის იდეალურ საკვებად.

პომიდორი და მასში დაფარული განძი – ლიკოპენი!!

ჯანმრთელობის თვალსაზრისით პომიდორი უამრავ ვიტამინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია ბუნებრივი ბოჭკოთი. ბოჭკოს შემცველი საკვების ხშირად მიღება გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნე, მაღალი ქოლესტერინი, სიმსუქნე მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ყველაფერთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პომიდორში დამალულია სრულიად საოცარი განძი – „ლიკოპენი“. მას წითელ სასწაულსაც უწოდებენ და ის პომიდვრის და მისგან წარმოებული ყველა პროდუქტის ჯადოსნური ძალაა!

და მაინც რა სარგებლობა მოაქვს ლიკოპენის და რა შემადგენლობისაა ის?! ლიკოპენი პიგმენტია, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს; მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა პომიდორი, რომელიც ბუნებრივად უმდიდრესია ლიკოპენით; მიჩნეულია, რომ ლიკოპენი განსაკუთრებით იცავს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და ეხმარება მას სერიოზული გართულებების მნიშვნელოვან პრევენციაში; ლიკოპენის დამცავი ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: პროსტატის, სწორი ნაწლავის, მკერდის და ყელის ავთვისებიანი სიმსივნე; აღმოჩნდა, რომ პომიდვრის პროდუქტები თერმული დამუშავების შემდეგ შეიცავენ ლიკოპენის გაცილებით მაღალ ოდენობას ნედლ პომიდორთან შედარებით; პომიდვრის გარდა ლიკოპენს ასევე შეიცავს: გარგრის ჩირი, ასკილის ნაყოფი, წითელი გრეიპფრუტი და ნესვი; ამასთან, არაფერია ცნობილი ლიკოპენის გვერდითი მოვლენების შესახებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობა მოითხოვს ნატრიუმის მიღებას, შესაძლოა გაითვალისწინოთ, რომ სასურველია პომიდორთან ერთად მიღებული საკვები გამოირჩეოდეს ნატრიუმის მაღალი შემცველობით.

და ბოლოს, როგორც ირკვევა თუ მომხარებელი დარწმუნებულია პროდუქტი ნატურალურია, მას შანსი აქვს რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიიღოს მისგან. მაგალითად, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ტომატ პასტა 100 პროცენტით ნატურალურ პროდუქციისგან მზადდება, ამასთან ქართულ მიწაზეა მოყვანილი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თერმული დამუშავებისას ლიკოპენის რაოდენობა გაცილებით მეტია. ასე რომ რჩევა ჩვენგან: აუცილებელია იცოდეთ რას მიირთმევთ და რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოს პროდუქტმა, როემლსაც მოიხმართ და ენდობით!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100