ლუდის ბრენდებს შორის თბილისში ,,ზედაზენი’’ ყველაზე გაყიდვადია

თბილისი (BPI) – ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუ’’ თბილისის უბნების მიხედვით ყველაზე გაყიდვადი ლუდის ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს – კვლევა 1–15 მაისის ჩათვლით თბილისის 14 უბანში, 105 მაღაზიაში იქნა ჩატარებული. გამოკითხული იქნა მაღაზიის მოლარეები და კონსულტანტები და რეიტინგი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქნა შედგენილი.

კვლევის შედეგების მიხედვით თბილისში ყველაზე გაყიდვადი ლუდის ბრენდი არის – ზედაზენი 34 %, ნატახტარი 25 %, მთიელი 18 %, კაიზერი – 7.5%, კონიგ პილსნერი 5.5%, ქარვა 4,5 %, ხევსურული 2,5%, არგო 1,5 %, ექსტრა 0,5 %, იმპორტირებული –1%;
იმპორტირებული ლუდებიდან მცირე წილით დასახელდა ბალტიკა და ბავარია, კვლევაში ლუდის ბრენდებიდან ვერ მოხვდა ყაზბეგი, კასრის და კასტელი.

აღსანიშნავია რომ კომპანია ,,ლომისის’’ ბრენდებს (ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, ქარვა, ექსტრა) ჯამში 55.5% უჭირავს, ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ ბრენდებს (ზედაზენი, კონიგ პილსნერი, ხევსურული) – 42%. კომპანია კასტელი (არგო) – 1,5%, კომპანია ყაზბეგი კი რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებს.
კვლევის შედეგები თბილისი უბნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა;
სამგორი ( მთიელი, ნატახტარი, ქარვა, ზედაზენი, კაიზერი);
გლდანი ( ზედაზენი, მთიელი, ნატახტარი, ქარვა, ექსტრა);
დიდუბე (ზედაზენი , ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, ექსტრა);
დიღომის მასივი ( ზედაზენი, ნატახტარი, მთიელი, ქარვა, ბავარია);
ვარკეთილი ( ზედაზენი, მთიელი, ნატახტარი, კაიზერი, ხევსურული );
ავლაბარი ( ნატახტარი,ზედაზენი, მთიელი, კაიზერი , ხევსურული);
სოლოლაკი (ზედაზენი, ნატახტარი , მთიელი, კაიზერი, ხევსურული );
ვერა (ზედაზენი, ნატახტარი, მთიელი, არგო, ხევსურული);
თემქა (ნატახტარი ,ზედაზენი ,მთიელი, კაიზერი, ბალტიკა);
მუხიანი (ზედაზენი, ნატახტარი, მთიელი, ხევსურული, არგო);
ნაძალადევი (ნატახტარი, ზედაზენი, მთიელი, ქარვა, ექსტრა);
ორთაჭალა (ზედაზენი, არგო, ნატახტარი, მთიელი, კიზერი, ქარვა);
ჩუღურეთი ( ზედაზენი, ნატახტარუ, არგო, კაიზერი, ხევსურული);
დიდი დიღომი ( ზედაზენი, მთიელი, ნატახარი, ქარვა, კაიზერი);

ილიაუნი ბიზნეს რევიუ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ.

კომენტარი