ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის მორიგი აღიარება.

სოჭში გამართულ ლუდის XXII საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ლუდის გარდა გამაგრილებელი სასმელებიც იყო წარმოდგენილი ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია 4 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

გამოფენაზე 164 ქვეყნის გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელების მე-20 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვში გაიმართა, ს.ს „ ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებულმა პროდუქტმა 2 ოქროს და 3 ვერცხლის მედელი დაიმსახურა.

“ლუდსახარში ზედაზენი შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. მაშინ ჩვენ გავაჟღერეთ დანაპირები - შეგვექმნა საქართველოსთვის საამაყო პროდუქცია. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საამისოდ: უმაღლესი ხარისხის ნედლეული, უთანამედროვესი საწარმოო ტექნიკა, შესანიშნავი კოლექტივი და რა თქმა უნდა ზედაზენის უნიკალური წყალი.

შესაბამისად, პროდუქცია მართლაც საამაყო გვაქვს. ერთადერთი რაც დარჩა ეს არის აღიარების მოპოვება რაც გულისხმობს საერთაშორისო გამოფენებზე გასვლას და გამარჯვებას. სოჭის მედლები და დიპლომები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იყო. ეს უბრალოდ მორიგი საფეხურია ჩვენი პროდუქციის უპირატესობის მსოფლიო აღიარებისკენ“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.

კომენტარი

×