სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეზარ ჩოჩელი არასამთავრობოებს ხვდება

25 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს შორის, თემაზე: „ეკონომიკური და სამართლებრივი სინამდვილე ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით“ შეხვედრაზე, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ისაუბრებს და საზოგადოებას საკუთარ შეხედულებებს გააცნობს.

კერძოდ, რა ვითარებაში და როგორ ხდებოდა ბიზნესის წარმოება საქართველოში, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული წარმოების განვითარება, ბიზნესის კეთების რა ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი პირობები არსებობდა და რა სირთულეების წინაშე შეძლება აღმოჩნდეს ეროვნული წარმოება სადღეისოდ.

საზოგადოებრივ ჯგუფებთან აღნიშნული შეხვედრა ბიზნესმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის ფარგლებში პირველ შემთხვევას წარმოადგენს და ტრადიციული სახე მიეცემა.
შეხვედრას 15–მდე მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100