სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობამ შილდის ჰიდროელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, შილდის ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებაზე, მომარაგებასა და მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „შილდა“ კომპანია GEDC-ის ინტერესთა სფეროში შემავალი, მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტს წარმოადგენს, რომელიც სოფელ შილდის მახლობლად, მდინარე ჩელთიზე მდებარეობს. ჰესის საპროექტო სიმძლავრე 4-5 მგვტ–ია.

ჰიდროელექტროსადგურის ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სადგურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის, წელიწადნახევარზე მეტია საჭირო.

GGEDC საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, 2011 წელს დაფუძნდა და მის ძირითად საქმიანობას ჰიდროელექტროსადგურებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს. მისსავე ფუნქციაში შედის, განახლებადი ენერგიის საინვესტიციო პროექტების შემუშავება და განხორციელება, პოტენციური ინვესტორების მოზიდვა, ელექტროგადამცემი ხაზების პროექტირება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია. ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესრულება და ელექტროენერგიის იმპორტ–ექსპორტი.

დაინტერესებულ პირთა განაცხადებებს კომპანიაში 21 მისს, დღის ხუთ საათამდე ელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100