სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასრულდა საქართველოს ბანკის სესხით დაფინანსებული 114 ბინიანი კორპუსის მშენებლობა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს მის მიერ დაფინანსებული, ახლად აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მოინახულა. სამშენებლო პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა საქართველოს ბანკმა 750,000 ლარით დააფინანსა.

საცხოვრებელი სახლი, სანდრო ეულის ქუჩაზე 7 ნომერში მდებარეობს და 114 ბინას და 3,000 კვ.მ–ზე მეტ კომერციულ/საოფისე ფართს მოიცავს. მშენებლობა დასრულებულია, ნაწილი მობინადრეების გადავიდა კუთვნილ ბინებში, ნაწილი ეტაპობრივად გადადის. ჯამში კომპანია „ტეტრისმა“ 11,815 კვ.მ–ი მოცულობის სამშენებლო ფართი აითვისა.

საქართველოს ბანკი, 2013 წელსაც აქტიურად განაგრძობს კორპორატიული კლიენტების დაფინანსებას. მათ შორის, ჯანსაღი, ეკონომიკურად გამართლებული, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბანში. საქართველოს ბანკმა, 2012 წლის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა სამშენებლო სექტორზე. ამასთან, 2008 წლის შემდგომ, კრიზისის პერიოდში, გაჩერებულ რვა პროექტს გვერდში დაუდგა და 50 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის კრედიტით დააფინანსა.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროექტების რიცხვი, რომელთა ნაწილიც წარმატებით დასრულებულია, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია, 15-ს აღემატება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100