სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი Honda CR-V–ს პირველი ფოტო

იაპონურმა ავტოკონცერნმა წარმოადგინა სურათი, რომელზეც ახალი Honda CR-V არის გამოსახული. პირველი ოფიციალური ფოტომასალა კი, მიმდინარე წლის 25 ივლისს გავრცელდა.

ჯერჯერობით, ვიწრო საზოგადოებას შეუძლია მხოლოდ სამომავლო მოდელის პროტოტიპის შეფასება. ავტომობილი საზოგადოებას მიმდინარე წლის ლოს–ანჯელესის ავტოშოუზე წარუდგება. აღსანოშნავია, რომ ახალი მოდელის ვიზუალური მახასიათებლები საგრძნობლად არის შეცვლილი.

მოსალოდნელია, რომ ინოვაციური მოდელი 2,4 ლიტრიანი საწვავზე მომუშავე აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის ძალა იქნება. ასეთი ძრავით, ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატების ავტობაზარზე გამოჩნდება. Honda CR-V–ს სერიული წარმოება კი, 2012 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100