„Opel“–მა „Fiat Doblo“–ს დიზაინი შეცვალა

გერმანულმა კომპანია „Opel“–მა ახალი თაობის „Combo“–ს მახასაიათებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა. აღნიშნული მოდელი „Fiat Doblo“–ს განახლებული ვარიანტია.

ახალი მოდელი წინამორბედისგან განახლებული დიზაინით, ფარებით, კორპუსითა და სხვა დეტალებით განსხვავდება. მსურველს ორ ვარიანტს შორის შეეძლება არჩევანის გაკეთება. მაგალითად, შეიქმნება ორი ზომის, შედარებით დაბალი და შედარებით მაღალი მოდელი.

რაც შეეხება ძრავებს, ამ საკითხში მრავალფეროვნებაა. ექვსი სხვადასხვა შესაძლებლობების აგრეგატი შეიქმნა აღნიშნული მოდელისთვის. ოთხი მათგანი დიზელზე მომუშავეა და სიმძლავრე 90–დან 135 ცხენის ძალამდე მერყეობს. ექვსეულში შედის საწვავზე მომუშავე, 1,4 ლიტრიანი 120 ცხენის ძალის მქონე ძრავი. მწარმოებელმა მაქსიმალურად იზრუნა იმაზე, რომ რაც შეიძლება ეკონომიური ავტომობილი შეექმნა.

„Opel Combo“–ს გაყიდვები ევროპის ქვეყნებში შემოდგომაზე დაიწყება. ავტომობილის ღირებულება კი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარი