„MINI“ „Paceman“–ის გამოშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

კომპანია “BMW“–მ “MINI Paceman“–ის სალონი შექმნა. აღნიშნული მოდელი „Countryman“–ის ბაზაზეა აწყობილი და აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ძრავებით, რომელთა სიმძლავრე 80–დან 208 ცხენის ძალამდე იზრდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, კლაუს დრეგერმა აღნიშნა, „MINI Paceman“ ქარხანა „Magna-Steyr“–ში აეწყობა, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს. ავტოკონცერნი წელიწადში, ასეთი ტიპის ავტომობილების, 20 ათასი ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. კროსოვერის სიგრძე 4110 სანტიმეტრია, სიგანე - 1789, სიმაღლე კი - 1541 სანტიმეტრია. ახალი მოდელი წინამორბედებისგან ვიზუალური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებულია. მისი კორპუსი განსხვავებული ფორმისაა, აქვს ახალი ფარები და 19 დიუმიანი საბურავის დისკები. აღნიშნული მოდელი, მსოფლიო ავტობაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.

კომენტარი