საშიში მანქანების რეიტინგი

პოპულარულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ 2010 წლის ყველაზე საშიში მანქანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიტყვა „საშიშ“-ში, რა თქმა უნდა, ავტომობილის უსაფრთხოების დაბალი დონე იგულისხმება. „ფორბსმა“ აშშ-ის უსაფრთხო მგზავრობის სადაზღვევო ინსტიტუტის გამოკვლევებით ისარგებლა და დაადგინა, რომ 2010 წლის მოდელებში ყველაზე დაუცველად თავს „კრაისლერ კრუიზერით“ მგზავრობისას იგრძნობთ. ამ მანქანამ ტესტისას დასაშვები 12 ქულიდან მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა. ავტომოყვარულებისთვის ალბათ საინტერესო იქნება რეიტინგში შემავალი სხვა მანქანების ჩამონათვალიც, რასაც აქვე გთავაზობთ: ორკარიანი „ჯიპ ვრანგლერი“ (7 ქულა), ოთხკარიანი „ჯიპ ვრანგლერი“ (8 ქულა), „კადილაკ ესტეესი“ (8 ქულა), „მერკური გრანდ მარკისი“ (8 ქულა), „მიცუბიში გალანტი“ (10 ქულა) და „ნისან ტიტანი“ (10 ქულა). „ფორბსის“ ცნობით, სხვა მოდელებმა მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილეს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები...

კომენტარი