„Citroen“ ვარდისფერი „DS3“–ის გაყიდვას აღნიშნავს

„Citroen DS3“–ის გაყიდვებმა 100 000 ავტომობილს გადააჭარბა, ამასთანავე 10 000 მოდელი მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდა. ფრანგებმა აღნიშნული ფაქტის აღნიშვნა, ახალი, ვარდისფერსახურავიანი მოდელის გამოშვებით გადაწყვიტეს.

წარმოდგენილ ფერთა გამაში, ყველაზე გამორჩეული აღნიშნული ვარდისფერსახურავიანი მოდელია, რომელსაც მწარმოებელმა „Fuchsia Pink“ უწოდა. ვარდისფრად არის შეღებილი სარეების ჩარჩოები, საბურავის დისკები და სიჩქარეების გადამრთველი ღილაკი. ახალი მოდელი ხელმისაწვდომი ივლისის ბოლოსთვის იქნება.

თუ ჰენრი ფორდს დავესესხებით, იგი აღნიშნავდა, რომ ავტომობილი შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, მაგრამ ვარდისფერი ზედმეტია. მაგრამ როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ და ახალი მოდელის შეფასება თაყვანისმცემლებს ძალიან მალე შეეძლებათ.

კომენტარი