სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედოფალი „Panamera“

დედოფალი „Panamera“ 4,8 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც 550 ცხენისძალის სიმძლავრე აქვს. ახალ მოდელს 100 კმ/სთ–ის განვითარება 3,8 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ–ია. ამასთანავე, კომპანიამ წარმოებაში შედარებით ნაკლები სიმძლავრის მქონე აგრეგატით აღჭურვილი მოდელიც ჩაუშვა. ეს უკანასკნელი აღჭურვილია 500 ცხენის ძალის მქონე ძრავით, რომლის საშუალებითაც, ავტომობილი 100 კმ/სთ–ს 4,2 წამში ანვითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 303 კმ/სთ–ია.

ახალი ავტომობილისთვის დიზაინერებმა განსაკუთრებული პაკეტი, „Sport Chrono Turbo“ შექმნეს. აღნიშნული პაკეტის საშუალებით, ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 11,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ასევე იგი აღჭურვილია 19 დუიმიანი დისკებით. „Panamera“ წინამორბედებისგან ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება. აღნიშნული მოდელის ღირებულება და ავტობაზარზე გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100