სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 Ford Mustang “Blue Angels” Edition

მიმდინარე წელს კომპანია „Ford“ სპეციალურ მოდელს, „Ford Mustang “Blue Angels” გამოუშვებს, რომელიც ლურჯ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ახალ ფერთან ერთად, ავტომობილის სავარძლებზე გამოსახული იქნება კომპანიის ლოგო. ახალი მოდელი რვაცილინდრიანი 5,5 ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება და მისი სიმძლავრე 500 ცხენის ძალა იქნება, სტანდარტული 412 ცხენისძალის ნაცვლად. ამასთანავე, ძრავი სპორტულ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად იმუშავებს.

აღნიშნული მოდელი მიმდინარე წელს აუქციონის საშუალებით გაიყიდება. 2010 წელს აწყობილი „Mustang SR-71 "Blackbird" 375 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდოებნ, რომ ახალი მოდელი წინამორბედთან შედარებით უფრო მაღალ ფასად შეფასდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100