სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი კაბრიოლეტ „Astra“ - რა შეიცვლება?

რამდენიმე კვირის წინ „Opel Astra“-ს ახალი თაობის ავტომობილის ფოტომასალა გავრცელდა. დღეისათვის კი კომპანიას საზოგადოების ყურადღება ახალი მოდელის ტექნიკურ მახასიათებელზე გადააქვს.

ახალ მოდელს არა „Astra TwinTop“, არამედ „Calibra“ უწოდეს. სწორედ ასე ერქვა რამდენიმე უძველეს მოდელს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმომადგენლები თაყვანისმცემლებს აღნიშნული სახელწოდების დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

მოსალოდნელია, რომ ახალი თაობის მოდელის მთავარი კონკურენტი, ახალი „Volkswagen Golf“ იქნება, რომელიც გაზაფხულზე წარადგინა კომპანიამ. აღსანიშნავია, რომ „Opel“-ს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მაინც ექნება - მეტად ძლიერი და ვიზუალურად უკეთესი ჩასაკეცი სახურავი. კომპანია „Calibra“-ს 2013 წელს გამოაჩენს. მისი კონკრეტული ღირებულება კი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100