“Pagani Zonda F Roadster” უბრძოლველად არ ბარდება

კომპანია „Zonda“ უბრძოლველად დანებებას არ აპირებს და ეს ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა, „SuperVettura Sales Ltd“-მ მოდელის, „Zonda F Roadster Final Edition Clubsport“ გამოშვებით დაადასტურა.

ავტომობილის კორპუსი ნახშირბადისგან არის შექმნილი. იგი შავი ფერისაა, რომელსაც შეუდარებლად ერწყმის ნაცრისფერი სალონი. ავტომობილი აღჭურვილია 7,3 ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალაა და იგი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. მსურველს კი ახალ მოდელში 2,3 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს.

კომენტარი