კია მოტორსი ცივ შემოდგომას თბილი ფასებით ხვდება

შემოდგომის ცივ დღეებს კია მოტორსის ცენტრი თბილი შეთავაზებით ხვდება: ყველას ვინც ბრენდის 3 წამყვან მოდელზე Kia Sportage, Kia Sorento და Kia Optima-ზე შეაჩერებს არჩევანს, 2014 წლის ნოემბრის ბოლომდ მიიღებს $2000–დან ფასდაკლებას.

არჩევანშია ბიზნეს კლასის სედანის– ოპტიმას 6 აღჭურვილობის ვარიანტი, რომელთა შორის არის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელი საწყისი ფასით $19 200. ყველა ოპტიმა აღჭურვილია სრული ელ–პაკეთით, ტყავის საჭით, ბორტ კომპიუტერით, ორზონიანი კლიმატკონტროლით და ა.შ . მომხმარებელს ასევე შეიძლია არჩევანი შეაჩეროს მაღალი კომპლექტაციის მოდელზეც, რომლის ფასიც იყო $28 700 და უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ $24 950.

რაც შეეხება საქართველოში კიას „ბესთსელერს“ სპორტიჯს, კია მოტორსის ცენტრში მომხმარებელს არჩევანის გაკეთება 8 აღჭურვილობას შორის შეუძლია. ყველა ვერსიას გააჩნია ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მულტიფუნქციური ტყავის საჭე, პარკირების სენსორები, კლიმატკონტროლი და ა.შ. ასეთი მოდელის ფასი საშემოდგომო აქციის ფარგლებში $20 700–ა. არჩეანშია ასევე დიზელის ძრავიანი სპორტიჯის ვერსიები.

მათ ვინც დიდი ზომის და მაღალი გამავლობის ავტომობილებით ინტერესდება, კია მოტორსის ცენტრი კია სორენტოს სთავაზობს,რომლის ფასიც აქციის ფარგლებში, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება $33 700–ს ნაცვლად $29 200–ა. ეს კონკრეტული მოდელი აღჭურვილია დიზელის ძრავით, რომლის წვა 8.5 ლიტრია 100 კილომეტრზე, გააჩნია ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი, ქრომირებული დეტალები, ქსენონის ფარები, ბორტ კომპიუტერი, უკანა ხედვის კამერა, ღილაკზე დაქოქვის სისტემა და ა.შ.

შეგახსენებთ , რომ კიას ყველა მოდელზე ვრცელდება 5 წლიანი გარანტია და ასევე შესაძლებელია საბანკო განვადება 0% -დან.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერძე: www.kia.ge T: 2 24 01 01

კომენტარი