ატელიე „FAB Design“-მა „Mercedes SLS Gullstream с 607“-ის საიდუმლოებები გაამხილა

შვეიცარიულმა ფირმამ, „FAB Design“-მა ვირტუალურ სამყაროში „Mercedes SLS Gullstream с 607“-ის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოებიც გაავრცელა. გარდა შეუდარებელი ვიზუალური მახასიათებლებისა, ახალი მოდელი ელექტროძრავით აღიჭურვა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კნ/სთ-ით შემოიფარგლება.

„SLS Gullstream“ ვიზუალურად სპორტულ ავტომობილს ჰგავს. მას დიდი, სპორტული დისკები დაუმონტაჟეს. ძრავის სიმძლავრე 563 ცხენისძალიდან 607 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ჩამოთვლილი ცვლილებების შედეგად „SLS Gullstream“-ს 100 კმ/სთ-ის განვითარება 3.6 წამში შეუძლია. 200 კმ/სთ-ს კი სულ რაღაც 11 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ია.

კომენტარი