სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საახალწლო აქციები მიცუბიში მოტორსის ცენტრში

მიცუბიში მოტორსში ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი იაპონური ხარისხის ავტომობილები. ახალ 2014 წელს მიცუბიში განახლებული მოდელებით , მომხმარებელზე მორგებული ავტო განვადების სისტემითა და სპეციალური შეთავაზებებით ხვდება.

ის მომხმარებელი, ვინც მიცუბიშის მოდელებს ავტოგანვადებით შეიძენს, გახდება ისეთი სასარგებლო საჩუქრების მფლობელი, როგორიცაა: 6თვიანი დაზღვევა, 0% განვადება და არჩევით, მომხმარებლის სურვილისამებრ 500 ლარის საწვავს ან ზამთრის საბურავებს.

დამატებითი ბენეფიტის სახით მიცუბიში მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ ფასს Mitsubishi Lancer-ზე, რომლის ღირებულებაც აქციის ფარგლებში შეადგენს $ 16 900-ს და ასევე აქცია ვრცელდება მიცუბიში ASX-ზე, რომლის შეძენაც შეგიძლიათ $ 28 900-ად.

მიცუბიში მოტორსში 2014 წლიდან წარმოდგენილი იქნება Mitsubishi Outlender, Mirage, Attrage, Pajero და Pajero Sport-ის , L200-ის და ASX-ის უახლესი მოდელები.

Mitsubishi Io da Airtrek-ის მფლობელებს კი სერვის ცენტრში შეუძლიათ ისარგებლონ GDI ძრავისათვის სინთეტიკური ზეთის შეცვლის სხვადასხვა პაკეტებით და საჩუქრად მიიღოს უფასო ელექტრო დიაგნოსტიკა მიცუბიშის ლიცენზირებული სადიაგნოსტიკო კომპიუტერით. ამ აქციით სარგებლობა შესაძლებელია დეკემბრის ბოლომდე.

იბერია ბიზნეს ჯგუფი, მიცუბიში მოტორსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100