სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2014 წლის განახლებული Kia Optima

2014 წლის Kia Optima ბიზნეს კლასის სედანის მესამე თაობის განახლებული ვერსიაა. Kia-ს ავტომობილები გამოირჩევა დიზაინით, რისი დასტურიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოა (Red Dot Design Award, IF Design Award) . Kia-ს ბოლო დროინდელი მოდელების ასეთი წარმატება და ეფექტური გარეგნობა აუდიდან კორეულ კომპანიაში გადმობირებული მთავარი დიზაინერის – გერმანელი პიტერ შრეიერის დამსახურებაა.

2014 წლის Optima-ში კომბინირებულია სტილი და ფუნქციონალურობა. დიზაინის დახვეწასთან ერთად ის ინარჩუნებს ორიგინალ სახეს. Kia-ს დიზაინერთა ჯგუფმა განაახლა წინა და უკანა LED ფარები, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს მოდელს. Optima–ში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა Nappa-ს ტყავის სავარძლები, რომელთა პრემიუმ ხარისხი პირველივე შეხებისას იგრძნობა.

გარეგნულ ცვლილებებთან ერთად Kia-მ თავისი ტექნოლოგიები უფრო მარტივად სამართავი გახადა. ავტოექსპერტები აღნიშნავენ, რომ განახლებული Optima არის უფრო მაღალი კლასის და მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ავტომობილი, რომლის შეძენაც თავის კლასში მიმზიდველ ფასად არის შესაძლებელი.

კია მოტორსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში – იბერია ბიზნეს ჯგუფი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100