ქართველი პილოტი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა

ქართველი პილოტი შოთა აფხაზავა დანიაში გამართულ "ლეგენდა"-ს ტიპის ავტომობილების რბოლაში ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატი სამი რბოლისგან შედგებოდა. ქართველმა სპორტსმენმა ორჯერ მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო ბოლო რბოლის ფინიშზე მეოთხე მივიდა.

შეჯიბრში მონაწილეობას სულ 18 სპორტსმენი იღებდა, მათ შორის დანიელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, ფრანგი და რუსი პილოტები იყვნენ.

შოთა აფხაზავას სარბოლო ავტომობილ "ლეგენდა"-ს მართვის დიდი გამოცდილება აქვს. მან რამდენიმეჯერ მოიგო "ლეგენდები"-ს რუსეთის სერია (2008-2010). 2008 წელს კი ლას-ვეგასში "ლეგენდები"-ს მსოფლიო ფინალზე 2-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე შოთა აფხაზავამ მონაწილეობა პირველად მიიღო.

სპორტსმენის შეფასებით, პირველი ცდისთვის მეოთხე ადგილი არც ისე ცუდი შედეგია.

შოთა აფხაზავა საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (სსსა) პრეზიდენტი, პროფესიონალი სარბოლო ინჟინერი და "ფორმულა-3"-ის საავტომობილო კლასის კონსტრუქტორია.

კომენტარი