სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე

მე რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე, რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული, აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავე და რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?! ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.

მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად: ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ, რასაც სახელად “დამღუპველი” ვუწოდე თავად“!

ძნელი სათქმელია ვინ იგულისხმა მწერალმა ამ სტრიქონებში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ ყოფილა ენ ჰეთუეი, ქალი რომელიც ცოლად 18 წლის ასაკში ფეხმძიმობის გამო შეირთო. ახალგაზრდა გრაფი ჰენრი რიზლი, რომელსაც 2 პოემა მიუძღვნა თუ უცნობი შავგრემანი ქალბატონი? - სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც მწერლის ცხოვრებას იდუმალ ხაზად გასდევს. დიახ, ეს დიდი უილიამ შექსპირია ...

მწერალი და დრამატურგი რომლის იდუმალი ცხოვრების ბევრ საიდუმლოს ბოლო პერიოდში აეხადა ფარდა. გერმანელმა მეცნიერმა ჰილდეგარდ ჰიუმელმა გამოსცა ახალი წიგნი, რომელშიც ამტკიცებს, რომ შექსპირი, თურმე, კათოლიკე ყოფილა. პროფესორი იმასაც ამბობს, რომ შექსპირის ნაწარმოებების განხილვაც სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს, რადგან სხვაგვარად ისინი კაცობრიობისთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩება.

იმასაც ამბობენ, რომ შექსპირი დიდ ბრიტანეთში იატაკქვეშა მისიონერულ მოგზაურობასაც ხელმძღვანელობდა. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მეცნიერი ამტკიცებდა, რომ შექსპირი სონეტების შესაქმნელად შთაგონებას მარიხუანაში ეძებდა და მისი გენიალურობის საიდუმლო “იდუმალ ქალში” კი არა, არამედ ჩვეულებრივ ჩიბუხში იყო.

უილიამ შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს წარმატებული მეხელთათმანის, ჯონ შექსპირის, ოჯახში დაიბადა. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ის რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა ვერ შეძლო.

1592 წლიდან შექსპირი ლონდონის თეატრის დასში მოღვაწეობს. გლობუსის თეატრში დღემდე ცოცხალია შექსპირის სამყარო წერილების, ხელნაწერების, პამფლეტებისა და სხვა მასალების მეშვეობით.
”მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი
მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც:
ხან შემოვდივართ, ხან გავდივართ და ცხოვრებაში
ყოველ ჩვენგანს ბევრი ნიღბის მორგება უწევს”...

თუ რა როლს ირგებდა შექსპირი ცხოვრებაში და რატომ ატყდა მისი სიკვდილის შესახებ ბოლო დროს აჟიოტაჟი რთული სათქმელია... აფრიკელმა მკვლევარებმა მწერლის სიკვდილის მიზეზისა და შესაძლო ნარკოტიკდამოკიდებულების გასარკვევად გვამის ექსჰუმაციაც კი მოითხოვეს, რამაც მთელს მსოფლიოში შექსპირის თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია.

თუ რა დასკვნებს დადებს მეცნიერთა ჯგუფი მწერლის ცხოვრების საიდუმლო დეტალებზე ჯერჯერობით უცნობია. ნამდვილად საინტერესოა, თუ რამ უბიძგა უილიამ შექსპირს მდგომარეობამდე, რომელმაც „სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე“ მიიყვანა.

„აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა, აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილი და უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალა სიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი. აღარ მსურს შენში, სინათლის წილ, წყვდიადს ვხედავდე, შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100