სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სურამში გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი გაჩხრიკეს

როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, დილით, დაახლოებით ექვსის ნახევარზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს სურამში მდებარე, გოგა ხაჩიძის მამისეულ სახლში. როგორც ყოველთვის, პარლამენტის წევრი ამ ფაქტსაც იუმორით აღწერს:

„დღეს დილით, 6:30 საათზე, ჩემი მშობლების სახლში, სურამში ჩაატარეს ჩხრეკა. „აღმოაჩინეს“ და წაიღეს ძველი ე.წ. ბრონეჟილეტი და „კისტის თოფი“. დედაჩემი ძალიან დარდობს, ამას რა დაალაგებს, სახლი გადმოტრიალებულიაო“, - აღნიშნავს გოგა ხაჩიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100