კობა ხაბაზი: "მოსკოვში მოსიარულე ოპოზიციონერები ზიზღის ღირსნი არიან"

"ეს ადამიანები ხელისუფლების შეცვლას ვერ ეღირსებიან. თუ ადამიანთა ეს ჯგუფი ასეთ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, ბუნებრივია, ადეკვატურ ძალას გამოიყენებს. ადამიანები, რომლებიც ოკუპანტთან მიდიან, ჟირინოვსკის გვერდით დგანან, სურათებს იღებენ მასთან და ამ დროს სახეზე სრული ნეტარება აქვთ აღბეჭდილი, რომ დედა, ეს რა ბედნიერება ეღირსათ, ფურთხის ღირსნი არიან და მეტი არაფერი", - განუცხადა "დრონი.ჯი"-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ხაბაზმა. გფდგდფგდფგდ
– ბატონო კობა, თქვენი აზრით, როგორი იქნება რუსეთის პასუხი ქართული კონტრდაზვერვის მხრიდან რუსეთის ჯაშუშების გამოვლენაზე და რას ნიშნავს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართული კონტრდაზვერვა რუსეთისთვის მესამე სერიოზული დარტყმისთვის ემზადება, ანუ ახალი სახელები და გვარები გამოჩნდება? გფდგდფგდფგდ
– საქართველომ აგენტების გამოვლენით უსერიოზულესი დარტყმა მიაყენა რუსეთს. რუსეთმა, რადგან საქართველოს დანგრევა აქციებით და აჯანყების მცდელობით ვერ მოახერხა (აქ მუხროვანის ბატალიონის აჯანყებას და ბურჯანაძის აქტივისტების მხრიდან შეიარაღების შესყიდვას ვგულისხმობ), თავისი აგენტურული ქსელის გააქტიურება გადაწყვიტა. რუსეთი შეეგუა იმას, რომ თავდასხმას და ღია აგრესიას საქართველოზე ვეღარ განახორციელებს, რადგან დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ასევე შეეგუა იმას, რომ მიტინგებით საქართველოში ხელისუფლებას ვერ შეცვლის და ვერც თავისი სასურველი ადამიანების მოყვანას შეძლებს არჩევნების გზითაც. აქედან გამომდინარე, ცდილობდა ადამიანების "დავეორბევკებას" და აგენტურული ქსელების შექმნას. გფდგდფგდფგდ
ჩემი აზრით, რუსეთი აგენტურული ქსელების შექმნას მომავალშიც შეეცდება და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული იქნება მაღალი თანამდებობების მქონე პირებზე. რუსეთში მიხვდნენ, რომ ბურჯანაძეებმა, ნოღაიდელებმა და თავიანთმა აწ უკვე გაშიფრულმა აგენტებმა საკუთარი მისია ამოწურეს. კრემლში კარგად ხედავენ, რომ ამ ადამიანებზე დაყრდნობით მათთვის სასურველ ხელისუფლებას საქართველოში ვერ დასვამენ. დაინახეს, რომ ბურჯანაძეებს და ნოღაიდელებს ხალხში მხადაჭერა არა აქვთ და ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ.
გფდგდფგდფგდ ამიტომ რუსეთი მაინც შეეცდება საქართველოში აგენტების მეშვეობით მოქმედებას, თუმცა, ჩვენ ძლიერი უშიშროების სამსახური გვყავს, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას და ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. ადრე თუ გვიან, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მიხვდება, რომ საქართველოს თავი უნდა დაანებოს და აფხაზეთზე და "სამხრეთ ოსეთზეც" ხელი უნდა ჩაიქნიოს. გფდგდფგდფგდ
– ბატონო კობა, რამდენად შესაძლებელია აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნება, ამას წინათ ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი ბრძანა, რომ დროა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დაივიწყოთო...
გფდგდფგდფგდ – საბჭოთა კავშირის დროს ნებისმიერი რუსი იტყოდა, რომ ბალტიისპირეთის და საქართველოს ბატონ-პატრონები ყოველთვის ჩვენ ვიქნებითო. საბჭოთა კავშირს "ბოროტების იმპერია" ერქვა. სინამდვილეში კი ეს იმპერია რუსეთი იყო. შეიძლება ერთმა იმპერიამ 200 წელი იარსებოს, შეიძლება გაცილებით დიდხანსაც, მაგრამ ადრე თუ გვიან, ნებისმიერი იმპერიის დასასრული ნგრევაა. დარწმუნებული ვარ, რომ ნგრევას რუსეთის დღევანდელი იმპერიაც ვერ გადაურჩება. გფდგდფგდფგდ
– ხელისუფლებასა და "ოპოზიციურ რვიანს" შორის კონსულტაციები დაიწყო, ექსპერტთა ნაწილი მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებს სკეპტიკურად აფასებს, წახვალთ რეალურად რაიმე ტიპის დათმობებზე და დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით? გფდგდფგდფგდ
– არსებობს ქვეყნები, სადაც არჩევნებს შსს ატარებს, ასევე არსებობს ქვეყნები, სადაც არჩევნებს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ატარებენ და აზრადაც არ უჩნდება ვინმეს, რომ ეს გააპროტესტოს. ჩვენთან შევარდნაძის პერიოდიდან და კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, საკმაოდ ძნელად მისაღწევია ის, რომ დამარცხებულმა მხარემ დამარცხება აღიაროს და გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცოს. გფდგდფგდფგდ
იცით, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვკარგავთ დროს საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე, რადგან საბოლოოდ შედეგი მაინც ერთი და იგივე გვაქვს-ხოლმე. ანუ ის, რომ დამარცხებული აუცილებლად იტყვის არჩევნები გაგვიყალბესო. თუმცა, ბოლო არჩევნებში ორმა-სამმა პოლიტიკურმა ძალამ დამარცხება აღიარა და ამ ფაქტმა საოცარი იმედით ამავსო.
გფდგდფგდფგდ საქართველოში დრო, როდესაც ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია იმარჯვებდა, დამთავრდა. ანუ ის დრო, როდესაც ვინმე ხელისუფლებაზე ცუდს იტყოდა, მეტს იყვირებდა და ამიტომ არჩევნებში სხვაზე მეტ ხმას მიიღებდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო შეიცვლება მდგომარეობა.
გფდგდფგდფგდ რაც შეეხება შედეგს, მგონია, რომ რაღაც დონეზე ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციის აზრების შეჯერება მოხდება. შეიძლება რაღაც დონეზე ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩეს, მაგრამ მომდევნო 2012 წლის არჩევნები იქნება განსხვავებული. ნოღაიდელ-ბურჯანაძის და რამდენიმე თავგაცხელებულებისგან განსხვავებით, წამყვანი ოპოზიციური ძალები ყველაფერს ნეგატიურ ჭრილში არ დაინახავენ.
გფდგდფგდფგდ საქართველოში ჭიდაობა უკვე წავა იმაზე, თუ ვინ რას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ასეთ დროს მერწმუნეთ, რომ საარჩევნო სისტემის სრულყოფას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვიმეორებ, რაღაც წვრილმანი მოთხოვნები იქნება ოპოზიციის მხრიდან, რასაც ნამდვილად გავითვალისწინებთ.
გფდგდფგდფგდ – ოპოზიცია ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებასაც არ გამორიცხავს, ეს რამდენად შესაძლებელია?
გფდგდფგდფგდ – მივიღოთ, კი ბატონო, მაგრამ თვისობრივად რა უნდა შევცვალოთ არ ვიცი, უბრალოდ, ახალი კოდექსი დავარქვათ? დაწყებული მარკირებიდან, გამჭვირვალე ყუთებიდან, მეთვალყურეობის სისტემებიდან და საერთაშორისო დამკვირვებლებიდან, ჩვენთან ყველაფერი დაინერგა და მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ? ხომ არ ჩაწერ კოდექსში, რომ თუ ოპოზიცია 5 ხმას მიიღებს და ხელისუფლება 20 ხმას, ოპოზიციაა გამარჯვებული? ეგეთ კანონს, ნამდვილად, ვერავინ შექმნის. გფდგდფგდფგდ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რომ წააგეს, თავადაც ნახეს და წაგება აღიარეს კიდეც. ისეთ საარჩევნო კანონს ვერ დაწერ, რომ მათ მოიგონ. და თუ მაინც რაღაც კაპრიზები ექნებათ, კი ბატონო, ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არის, ვეცდებით დავუკმაყოფილოთ მოთხოვნები. დარწმუნებული ვარ, 2012 წელს საზოგადოების მხრიდან ისეთივე დიდი მხარდაჭერა გვექნება, როგორც დღეს გვაქვს და შესაძლებელია, გაცილებით მეტიც კი გვქონდეს, რადგან ქვეყანაში უამრავი რამ კეთდება და ბიუჯეტი ივსება.
გფდგდფგდფგდ – თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტი ცარიელია...
გფდგდფგდფგდ – ოპონენტებზე ერთს ვიტყვი, რაც არ უნდა გააკეთო, ისინი მაინც ვერაფერს დაინახავენ. რაც უნდათ ის თქვან, ეს ჩვენთვის კატასტროფა არ არის. ხალხმა კი მეტი და მეტი უნდა მოგვთხოვოს, რადგან რაც არ უნდა კარგები ვიყოთ, თუ ხალხისგან გარკვეული მოთხოვნები არ წამოვიდა, განცხრომას მივეცემით. დარწმუნებული ვარ, 2012 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ და უმრავლესობით მოვალთ ხელისუფლებაში. – ელოდება თუ არა ხელისუფლება ნოემბერში ვითარების დაძაბვას, 25 ნოემბერი სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისიაო, აცხადებენ "სახალხო კრების" წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე...
გფდგდფგდფგდ – ეს ხალხი ხელისუფლების შეცვლას ვერ ეღირსება. თუ ადამიანთა ეს ჯგუფი ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, ხელისუფლება, ბუნებრივია, ადეკვატურ ძალას გამოიყენებს. ჩვენ, როცა კოსტავა და რუსთაველი კარვებით იყო სავსე და გადაკეტილი, უცხოელებს ხშირად ვეკითხებოდით, თქვენს დედაქალაქში, რომ გააკეთონ ასეთი რამ, რას იზამთ-თქო და იცით როგორი იყო მათი პასუხი? 5 წუთში ყველას დავაპატიმრებთო. ჩემი აზრით, ზოგიერთ ოპოზიციონერს საქართველოს განვითარების შეფერხება აქვს დაკვეთილი.
გფდგდფგდფგდ – მოსკოვისგან?
გფდგდფგდფგდ – რა თქმა უნდა, ეს რუსეთისგან აქვთ დაკვეთილი. რუსეთი საქართველოში ხელისუფლებას ვერ ცვლის, საქართველოს დანგრევას ვერ ახერხებს და ცდილობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს განვითარება მაინც შეაფერხოს. ასეთია მათი ამოცანა. მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსებს აქციაზე კი არ უნდა გაჰყვე, არამედ საშინელი დისკომფორტი უნდა შეუქმნა და დაანახვო რა სულმდაბალი ადამიანებიც არიან. გფდგდფგდფგდ
ყველა ადამიანმა, რომელიც მოსკოვში წასვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხალხისგან ტოტალურ რისხვას და ზიზღს დაიმსახურებს. და დამერწმუნეთ მოსკოვში წასვლას ვეღარ გაბედავენ.
ფილიპე მახარაძეს და სერგო ორჯონიკიძეს, რომელთა მიმდევრებიც ესენი არიან, ეს რომ ეგრძნოთ საქართველოს დასაპყრობად 25-ე არმიის სათავეში, წითელი დროშით ხელში შემოსვლას ვერ გაბედავდნენ. მოსკოვში მოსიარულე ოპოზიციონერები ზიზღის ღირსნი არიან.
გფდგდფგდფგდ ადამიანები, რომლებიც ოკუპანტთან მიდიან, ჟირინოვსკის გვერდით დგანან, სურათებს იღებენ მასთან და ამ დროს სახეზე სრული ნეტარება აქვთ აღბეჭდილი, რომ დედა, ეს რა ბედნიერება ეღირსათ, ფურთხის მეტს არაფერს იმსახურებენ.

კომენტარი