სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰიტლერის „ძაღლების სკოლა“, სადაც გაკვეთილებს თვითონ ფიურერი ესწრებოდა

კარდიფის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა, იან ბონდსონმა (Jan Bondeson), გამოსცა წიგნი „საოცარი ძაღლები: კურიოზული ექსპერიმენტი“, რომელშიც ნაცისტების წარუმატებელ მცდელობაზე ყვება. გერმანელებს სურდათ შეექმათ „სუპერძაღლები“, რომლებსაც წერა, კითხვა და ლაპარაკი ეცოდინებოდათ.

1920 წელს გერმანიაში ძაღლის ფსიქოლოგიის სფეროში ბევრი ნოვატორი იყო. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გონებრივი განვითარების მხრივ ძაღლები ადამიანებს არ ჩამოუვარდებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ ძაღლებს აქვთ აბსტრაქტული აზროვნების, გააზრებული ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი. გასაკვირი სულაც არ იქნებოდა ასეთი სულელური აზრების ავტორები გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნათ, თუმცა პირიქით მოხდა - ნაცისტები დაინტერესდნენ ამ „ნოვატორული“ იდეით.

ავტორი ყვება: მეცნიერები თვლიდნენ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ძაღლები უნიფორმას ჩაიცვამდნენ და კონცბანაკებში მცველებს ჩაანაცვლებდნენ. „ჩვენი უმცროსი ძმების“ ამ პოტენციალის რეალიზებისათვის, ჰიტლერმა მოითხოვა ისეთი სკოლის შექმნა, სადაც ცხოველების ლაპარაკს შეასწავლიდნენ და მთელი ქვეყნის „უჭკვიანესი“ ძაღლების შეგროვება ბრძანა.

ჰიტლერის სკოლაში საკმაოდ ბევრი „მოწაფე“ იყო. მასწავლებლები აცხადებდნენ, რომ მათი „მოსწავლეები“ წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევდნენ. სკოლის „ვარსკვლავი“ იყო ერდელ–ტერიერი სახელად „როლფი“. მას შეეძლო „წარმოეთქვა“ სიტყვები დაფაზე თათის დაკაკუნებით (ანბანის თითოეულ ასოს სხვადასხვა სიხშირის კაკუნით „გამოთქვამდნენ“). ამ ტექნიკის დახმარებით როლფმა შეძლო რელიგიურ თემებზე საუბარი, ისწავლა უცხო ენები (საინტერესოა, როგორ?) და ერთ ქალბატონს ჰკითხა: „შეგიძლიათ თქვენ კუდის ქიცინი?“ ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი იან ბონდსონის წიგნში.

როგორც ცნობილია, თავად ჰიტლერს ძალიან უყვარდა ძაღლები, ორი გერმანული ნაგაზი ჰყავდა: ბლონდი და ბელა. ბრძანება გასცა - როცა მოვკვდები, ბლონდიც მოკალითო და ასეც მოიქცნენ, ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ ძაღლი სიცოცხლეს გამოასალმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100