სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლამაზმანი ბებია, რომელმაც მოდელობა 40 წლის ასაკში დაიწყო

1955 წლის 21 დეკემბერი მისი დაბადების დღეა. ეროვნებით ფრანგი, დღეს ამერიკის მოქალაქე იასიმი როსი 2 შვილის დედა და 2 შვილის ბებიაა.

174 სმ სიმაღლის მქონე ლამაზმანი ბებიის სხეულის პარამეტრები გახლავთ: 86-63-91. პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავს და არ აღიარებს სიბერის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც.

ამ ფაქტებსა და მისი ვიზუალის შედარების შემდეგ თავს მისით აღფრთოვანებისგან ვერ შეიკავებთ. ალბათ დაგაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში და კითხვის პასუხი კი ქალბატონის გარეგნობაზე მეტად გაგაოცებთ, როგორც როსი თავად აცხადებს წლების წინ ასეთი ლამაზი სულაც არ იყო, სამოდელო კარიერაც სხვა მოდელებისგან განსხვავებით თინეიჯერობის წლებში არ დაუწყია. მოდის სამყაროში 40 წლის ასაკს გადაცილებულმა შეაბიჯა, მაშინ როდესაც შვილები გაზარდა, ფეხზე დააყენა და დედის მზრუნველობა აღარ სჭირდებოდათ.

2007 წელს როსიმ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, საცხოვრებლად სხვა კონტინენტზე გადავიდა და ამერიკულმა მოდის სამყარომ მისი თავი მთელ მსოფლიოს გააცნო.

გარეგნობასთან ერთად ლამაზმან ბებიას სხვა ღირსებებიც გააჩნია, თავისუფლად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს, დაკავებულია ტანსაცმლისა და ინტერიერის დიზაინით, გატაცებულია ფოტოგრაფიით და აწარმოებს საკუთარ ბლოგს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100